სილაბუსი მე-5 კლასი
სილაბუსი მე-5 კლასი
მასწავლებლის სახელი გვარი — სალომე გუჯეჯიანი
სასწავლო საგნის სახელწოდება — ინგლისური ენა
სწავლების კლასი — მე-5,მე-6.
სასწავლო საგნის საათების რაოდენობა — 1-ლი სემესტრი კვირაში 3სთ, მეორე სემესტრი კვირაში 3 სთ
სტატუსი მოცემულ კლასში — სავალდებულო
სასწავლო საგნის მიზანი — მოსწავლემ უნდა შეძლოს მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების და მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება. ასევე მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
მოსწავლემ უნდა შეუძლოს მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა. ასევე ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
მოსწავლემ უნდა შეუძლოს მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
მოსწავლემ უნდა შეუძლოს ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა და მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
ძირითადი თემები
- Unit 1. School clubs
- Unit 2. In the theatre
- Unit 3. Water birds
- Unit 4. Crafts
- Unit 5. All about a show
- Unit 6. Changes in nature
- Unit 7. People of the world
- Unit 8. The Incas
- Unit 9. Chinese inventions
- Unit 10. Space travel
- Unit 11. Life in the north
- Unit 12. A desert oasis
სასწავლო საგნის ამოცანები;
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
• განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
• განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
• გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
• ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
• განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
• მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
• განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
• გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
• მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
• უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
• ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
• წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
• სამეტყველო უნარ-ჩვევები;
• ენობრივი უნარ-ჩვევები;
• სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
• ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
• ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
• ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
• კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
• პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
• ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
• უცხოური ენების სწავლის სურვილი.
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები:
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციებისა და მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა- წაკითხვა. მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება და მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
სასკოლო მენეჯმენტი: ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფებში, საერთო საკლასო მუშაობა.
მეცადინეობის ფორმები: დამოუკიდებელი სამუშოა, პროექტი, პრაქტიკული მეცადინეობა, seminari, prezentacia, diskusia da a.S.
სწავლების ძირითადი მეთოდები: PPP ,TPR , ჯგუფური მუშაობა , როლური თამაშები, ვერბალური, წერითი მეთოდები, მჩირე ჯგუფში მუშაობა, პრეზენტაციები.
სასწავლო კურსის სეფასება: მასწავლებელი მოსწავლეს აფასებს გაკვეთილზე ჩართულობით, ზეპირმეტყველებით, პრეზენტაციით, საშინაო დავალებით, მიმდინარე საკლასო დავალებებით, შემაჯამებელი დავალებებით. მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ, მიმდინარე და განმსაზღვრელ შეფასებას.
რესურსები: სახელმძღვანელო CD, Flashcard, Posters.
დამატებითი სახელმძრვანელო:
ლექსიკონი, ვიდეო მასალა
მისაღწევი სედეგები: მოსწავლე შეძლებს მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების და მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება. ასებე მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა. ასევე ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
მოსწავლე შეძლებს მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
მოსწავლე შეძლებს ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა და მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
No comments:
Post a Comment